Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

პოლიტიკა
627
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს,  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.

 

ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

 

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები