Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

პოლიტიკა
626
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. 

 

სტუმრებმა ტრადიციულ ქართულ სიმღერას მოუსმინეს, ასევე შესრულდა ქართული ცეკვები. 

 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი არიან.

 

დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.

Advertisement