ირაკლი ხელაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ავტორი
Front News საქართველო
მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ძველი ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა.
ირაკლი ხელაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.
“წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლებთან. დღეს ნახალოვკის მოსახლეობას შევხვდით. ვიმსჯელეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საჭიროებები იქნა გაჟღერებული. შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში,ყველა საკითხი იქნება განხილული და ეტაპობრივად იქნება გადაჭრილი“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
კანდიდატთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი და დავით ჭელიძე ესწრებოდნენ.
თაგები:
ირაკლი ხელაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


