ირაკლი ხელაძე - უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ხელაძემ აცხადებს, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.
მისივე თქმით, დანიის ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გააკეთოს.
"ბოლო პერიოდში, დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ, რომ ჭკუა დაგვარიგონ და მიგვითითონ დემოკრატიულობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე და საკუთარ ქვეყანაში დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს, ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული. შესაბამისად, უნდა მოვუწოდოთ დანიის ხელისუფლებას, რომ კეთილი ინებოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთოს განმარტება", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
თაგები:
ირაკლი ხელაძე




