
ავტორი
Front News საქართველო
"არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ - გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ექიმის გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეცდომაში იყო შეყვანილი და ვინც ამას გააცნობიერებს მიხვდება, რომ სირცხვილი არ არის აღიარო, რომ შენ სახელმწიფოს წინაშე ჩაიდინე დანაშაული.
"პროცესებზე დარწმუნებული ვარ ჩვენებებთან ერთად იქნება ის ვიდეო - მასალაც წარმოდგენილი, რომელსაც უყურებდა საზოგადოება იმ დღეს. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის თუ რა დგას ამ განცხადებებს უკან. დგას ისევ ის დირექტივა პიარის, რომელსაც ჰქვია „პიჯაკების საქმე“ ათი მილიონის გაფლანგვაზე. რომელსაც ჰქვია „ღობის საქმე“ პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას. აი, ეს ნარატივია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ია დარახველიძეს - 3 წელი.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს