Logo

ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესოა ევროკომისრების კალასის და კოსის განმარტება და დამოკიდებულება, თუ რა კომენტარს გააკეთებენ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე

პოლიტიკა
44
Frontnews image description

უკვე  სათვალავი აქვს ჩვენს საზოგადოებას და  პოლიტიკურ გუნდს არეული ამდენი ყოვლად გაუგონარი, უსამართლო, უსტანდარტო რეზოლუციებისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ALDE-ს მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

"არაერთხელ გვიხსენებია, რომ თავად გააბითურეს თავიანთივე მიღებული რეზოლუციები, იმიტომ რომ ყველა, მათ შორის ეს რეზოლუცია აგებული არის მტკნარ სიცრუესა და დეზინფორმაციაზე.  მიიღეს კიდევ ერთი რეზოლუცია, აქ არის მთავარი კითხვა ორი ევროკომისარი - ქალბატონი კალასი და კოსი, მათ ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება და ძალიან კარგად იცის მათი მიდგომები ჩვენი ქვეყნის მიმართ და  მათი დამოკიდებულება აქ თავის  დასაყრდენ აგენტურულ ძალასთან მიმართებაში.  ერთი კითხვა გვიჩნდება ძალიან საინტერესოა ამ ორი ადამიანის განმარტება და დამოკიდებულება თუ რა კომენტარს გააკეთებენ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე, თუ როგორ შეფასებას გაუკეთებენ ამ დასკვნას. სწორედ ეს არის, როდესაც ვსაუბრობთ სტანდარტების არ არსებობაზე, არა თუ ორმაგ სტანდარტზე, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ  და როდის ხდება ეს ყველაფერი? მათვე შევახსენებ, როდესაც ერთი წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური გუნდი იმეორებს იგივე შედეგს, რასაც საპარლამენტო არჩევნების დროს. კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესოა ამ ორი ევროკომისარი ქალბატონის დამოკიდებულება, თუმცა ვიცით ჩვენ, მაგრამ ვუსვამთ კითხვას, იმ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც დაწერა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement