ირაკლი კირცხალია - ეს მარიონეტი როცა საქართველოზე ხმას იღებს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში და ნახოს, სად არის მისი ქვეყანა თითოეული მიმართულებით


ავტორი
Front News საქართველო
სამარცხვინო მარიონეტის უტიფარი განცხადება გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება".
კირცხალიამ ზელენსკის ე.წ. პოლიტიკოსი და მარიონეტი უწოდა და აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე უარყოფით ჭრილში საუბარი ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში დარჩენილ მოსახლეობას მიაყენა შეურაცხყოფა. მან ასევე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, სანამ საქართველოზე ისაუბრებს, ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას და შეადაროს, სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით და სად არის საქართველო.
"ამ ადამიანმა, ე.წ. პოლიტიკოსმა, გაბედა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით ჭრილში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კუთხით - როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამით შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აყენებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას - იმ ქვეყნის დარჩენილ მოსახლეობას, რადგან კარგად ვიცით იძულებითი მიგრაციის დონე რაც არის უკრაინაში - იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის მიმართაც ძალადობრივ გაწვევას ფრონტის ხაზზე, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის როგორი მოტაცება ხდება ქუჩებიდან. როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე ხმას იღებს და ნახოს სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით ეს იქნება კორუფცია, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა, შემდეგ ასევე ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას ამ მარიონეტმა, სად არის ჩვენი ქვეყანა და შემდეგ ისაუბროს. სანამ გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა ეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს