ირაკლი კირცხალია - ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, რომელიც მას წმინდა სინოდმა დღეს მიანიჭა, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კირცხალიამ უწმინდეს, შიო მესამეს წარმატება და დღეგრძელობა უსურვა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 29-წლიანი ღვაწლი, ის, რაც მან დაუტოვა ჩვენს ერს, ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოს ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, ადამიანმა, რომელიც პატრიარქმა თავისივე სიცოცხლეში გამოარჩია. ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მხნეობა და სულიერი სიმტკიცე შიო მესამეს იმ დიდ პასუხისმგებლობაში, რომელი პასუხისმგებლობაც მას წმინდა სინოდმა მიანიჭა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




