ირაკლი კირცხალია - მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ

ავტორი
Front News საქართველო
მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას თქმით, ამ ძალების ერთ-ერთი მიზანია ასევე, რომ საქართველო ეკონომიკურად მოწყვლადი გახდეს და საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიონ, რაც მათი აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში დესტრუქციულ პროცესებს.
„გავიხსენოთ კანვასის, აკერმანის ტრენინგები, გავიხსენოთ და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, დიფ სთეითის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქალბატონი ლორა თორნტონის ღია წერილი, რომ თურმე მაქსიმალურად უნდა აკეთოს ამ ბნელმა ძალამ ყველაფერი, რომ როგორმე სოციალური პირობები გაუარესდეს ქვეყანაში, როგორმე მივაყენოთ ჩრდილიო თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ეკონომიკაზე აისახება და რაც გამოწვეულია იმ სამშვიდობო პოლიტიკით, რასაც ქართული ოცნება მიჰყვება. ახლა ბლაჟევიჩი - ახალი ფიგურა შემოვიდა ამ სცენაზე. ეს ღია მესიჯი მეტყველებს ამ სწავლების და ტრენინგების ერთ-ერთ მთავარ მიზანზე - ჩვენი ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად მოწყვლადი, რადგან ამათი ჭკუით, შემდეგ სიტუაციების დესტრუქციული მართვა გაუადვილდებათ. ეს არის მათი იდეა, დავალება, ამოცანა“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




