ირაკლი კირცხალია - მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ

ავტორი
Front News საქართველო
უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქართველ ხალხს ამით ვერ დააშანტაჟებს.
„უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია კომენტარი და განვმეორდები, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ შეჩერდეს. არც პოლიტიკური საფუძველი არსებობს ამ ყველაფრის. სანამ ვიზალიბერალიზაციას მოიპოვებდა ჩვენი ქვეყანა, გვახსოვს მათი [ოპოზიციის] სირბილი დერეფან-დერეფან, რომ როგორმე ქვეყნისთვის ეს ყველაფერი არ მიენიჭებინათ. ახლა დარბიან, რომ ეს [უვიზო მიმოსვლა] გააუქმონ. დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც ნაცი ამბობს, რომ ჩვენ საზოგადოებაზე ვფიქრობთ, ხალხს არ უნდა შეუჩერდეს, მმართველ გუნდს უნდა შეუჩერდესო და ა.შ.
გვახსოვს 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში როგორი რიტორიკა ჰქონდათ მათ და მათ პატრონებს, ადგილობრივი არჩევნების დროსაც გვახსოვს მათი რიტორიკა და როგორ აპელირებდნენ ამ [უვიზო მიმოსვლის] ბერკეტით, სამწუხაროდ. საზოგადოებამ ამას მაინც გასცა ღირსეული პასუხი. მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ქართველ ხალხს ვერ დააშანტაჟებენ - გამორიცხულია“, - განაცხადა კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


