Logo

ირაკლი კირცხალია - როდესაც დისკუსიაში ვერ შემოდიხარ, პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია

პოლიტიკა
107
Frontnews image description

პროქართულია ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს საზოგადოებამ მოგვანიჭა მანდატი და ლეგიტიმაცია. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მათ ბინძურ თამაშს არ აჰყვა, მათთვის პრორუსულის იარლიყის მიკერება ყველაზე მარტივია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მან უპასუხა კითხვას მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს.

"როდესაც ვერანაირ დისკუსიაში შემოდიხარ, ვერ ასაბუთებ, რატომ შეიძლება რომელიმე გადადგმული ნაბიჯი იყოს არაევროპული, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ გამჭვირვალობა არაევროპულია, როგორ მეტყვი არგუმენტს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა არაევროპულია. როდესაც, განსაკუთრებით დღევანდელი გამოწვევების მსოფლიოში შენ ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან იცავ, როგორ გეტყვის, რომ ეს არადემოკრატიულია? როდესაც ამას ვერ გეუბნება, ამიტომ გეუბნება ყველაზე მარტივ იარლიყს - პრორუსული“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ისინი ვინც საქართველოს პრორუსულ ქვეყნად მოიხსენიებდა და მოუწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, აღმოჩნდა, რომ თავად ვაჭრობდა რუსეთთან .

"იმ დროს, როდესაც ჩვენ ქვეყანას ეძახდნენ პრორუსულს ადამიანები, რომლებიც გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში როგორღაც შავი ფული შემოიტანონ რევოლუციისთვის (რაც დამერწმუნეთ ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ჩვენ ყველანაირად მოვარგებთ საკანონმდებლო სივრცეს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა) ამ ხალხის კომპანიები, შუა ომის დროს რუსეთის ფედერაციაში მილიარდობით ბრუნვით ვაჭრობდნენ; ბევრი ევროპარლამენტის, თუ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სკანდალებმა ნახა დღის სინათლე; თურმე იმ დროს, როდესაც საქართველოს ეუბნებოდნენ რუსეთს დაუწესეთ სანქციებიო, ბალტიის ქვეყნები ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი გამხდარან რუსეთში. დღეს რა განცხადებებია - თურმე შეცდომა იყო რაღაც კუთხით სანქციები, თურმე სხვადასხვა მილსადენის და სტრატეგიული ობიექტის დაზიანება შეცდომა იყო და მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, მაგრამ აქ [საქართველოს მიმართ] რიტორიკა არ შეცვლილა“, - განაცხადა კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები