ირაკლი კირცხალია - როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირეთ, საბოტაჟია აბა რა არის?!

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ყველაფერს აკეთებ სიცრუით, ცრუ ნარატივით, ცრუ დასმენით, არაობიექტურად, არაობიექტურად კიდევ ძალიან რბილი შეფასებაა, სრულ სიცრუეზე დაყრდნობით. არანაირი ფაქტი როდესაც არ გაქვს, ამას როდესაც აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ აი ამ ცრუ ბრალდებებით როდესაც იხვეწები, რომ ჩემი ქვეყანა დაასანქცირე საბოტაჟია აბა რა არის?! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში "ღამის კურიერი“ ოპოზიციის კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს შორის განსხვავებაზე საუბრისას.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ერთმანეთთან ჯაჭვურად არის დაკავშირებული და მიმართულია საბოტაჟისკენ.
"საბოტაჟია აბა რა არის როცა ამას აკეთებ, როცა ხელმოწერებს აგროვებ, რომ ოღონდ ჩვენ დაგვასანქცირეთ, სრულიად ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით რომ უნდათ თქვან, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში ოღონდ ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში“. ეს საბოტაჟია აბა რა არის?! ერთ პრიზმაში რომ შევხედოთ ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ჯაჭვურად არის ეს ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმული. არჩევნები ჩატარდა ყველამ კარგად ვიცით, ის რაღაცა გამოჟონილი ბიულეტენები, სასაცილო და კომედიური მდგომარეობა, რაც გააკეთეს გამოძიება ჩატარდა საერთაშორისო აუდიტები მოიწვიეს პროკურატურამ რამდენი გამოკითხა დალუქეს ყველაფერი, ყველაფერი დაამთავრეს ნული არგუმენტი. საერთოდ დასკვნები დაიდო, რას ჰქვია არალეგიტიმურად.
ხაბეიშვილის საქმე, გახსოვთ თქვენ რასთან დაკავშირებით არის ეს ბატონი განმწესებული იქ, რა საქმეზე. გახსოვთ ის მასალები გამოძიების, რომელიც გასაჯაროვდა, რომ სისტემურად ის მოუწოდებდა ასე ვთქვათ საბოტაჟისკენ ამაში ფულს სთავაზობდა მოწოდება იყო ეს პირდაპირ სპეცრაზმელებს, სპეცრაზმის წევრებს და ვნახეთ ამაზე მოხდა გამოძიება და ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში რა ვნახეთ იმავე დღეს? - მისი პოლიტიკური თანაგუნდელები მივიდნენ ვაჟა ფშაველაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან და დარბოდნენ ბანერებით რომ აი იმავეს ვიმეორებთ და ჩვენი განცხადება იყო მარტივი, რომ ისჯება არა პერფორმანსი, რა პერფორმანსაც ეხლა თქვენ აკეთებთ, არამედ ისჯება სისტემური დანაშაული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




