ირაკლი კირცხალია - როდესაც ცდილობ, დეზინფორმაცია გაუვრცელო ქველმოქმედებაზე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ეს მეტყველებს ოპოზიციის სასოწარკვეთაზე

ავტორი
Front News საქართველო
მინდა მივცე ჩემს თავს უფლება და გითხრათ, რომ მე ჩავეძიე ამ საკითხს და იმდენად უსუსური ტყუილია, იმდენად მოკლეფეხებიანი ტყუილია, რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ ფონდ "ქართუსთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციის გეგმის ნაწილია სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ავტორიტეტზე შეტევა, რამდენადაც ის არის ქვეყნის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსის, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების გარანტი, შესაბამისად, სწორედ ამას ემსახურება ოპოზიციის მიერ ფონდი „ქართუს“ მიერ ფულის გაპროცენტებაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
"დეზინფორმაციის მიზანი იყო ერთი, რაც არის მიზანი თითოეული იმ დეზინფორმაციისა, ჰერჩინსკიზე ვისაუბრე და იმ ცრუ აღქმებზე ვისაუბრე, რომელიც მან ეცადა, რომ ეთესა ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, ავტორიტეტებზე შეტევა, ავტორიტეტულ ინსტიტუციებზე, ვნახეთ ეკლესიაზე შეტევა, ხომ გახსოვთ, პატრიარქი დაკრძალული არ გვყავდა ერს, რომ ვერ ითმენდნენ ეს ავადსახსენებლები იმ კომენტარებს, რა კომენტარებსაც ჩვენ ვისმენდით და რა ზიზღისნარევი კომენტარები მოდიოდა მათი მხრიდან. ერთი სამძიმარი არ გვინახავს არავისგან მათი მხრიდან, ჩვენი ეგრეთ წოდებული მეგობრების მხრიდან და აქაურ აგენტურაზე ხომ საერთოდ საუბარი არ მაქვს.
რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, ფონდ „ქართუს“, რა თქმა უნდა, როდესაც ავტორიტეტებზე მაქვს საუბარი, ეს ხომ მათი [ოპოზიციის] გეგმის ნაწილია, რომ ყველა ავტორიტეტულ ფიგურას და ვინ ვინ, თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის გარანტი, პირველ რიგში, იმ პოლიტიკური კურსის და გეზის, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, იმ უსაფრთხოების, იმ გადარჩენის კურსის და იმ ეკონომიკური განვითარების კურსის, რომელსაც მიჰყვება ჩვენი პოლიტიკური გუნდი და ჩვენი ქვეყანა, რომლის დაკვეთაც არის ჩვენი საზოგადოების მხრიდან და როდესაც შენ ცდილობ რომ დეზინფორმაცია გაუვრცელო ქველმოქმედებაზე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, ღიმილის მომგვრელიც არ არის. ეს მეტყველებს მათ საცოდავ სახეზე, მათ სრულიად სასოწარკვეთაზე, უბრალოდ აქ კომენტარის გაკეთება ზედმეტია საზოგადოების მიმინდვია კომენტარის გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია განცხადებით, მან თავად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და ოპოზიციის ქმედებას აფასებს, როგორც უსუსურ ტყუილს, რამდენადაც ფონდმა „ქართუმ“ ფული ასესხა თავის მეორე კომპანიას სიმბოლურ პროცენტში და თანხის დაბრუნების შემდგომ აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, კვლავ ქველმოქმედებას მოხმარდება.
"მინდა მივცე ჩემს თავს უფლება და გითხრათ, რომ მე ჩავეძიე ამ საკითხს და იმდენად უსუსური ტყუილია, იმდენად მოკლეფეხებიანი ტყუილია, რომ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, როდესაც საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თავის მეორე კომპანიას, სადაც შეეძლოთ საერთო სესხის გარეშე მიეცათ და ის თანხა, როდესაც ვსაუბრობთ, მილიარდობით დოლარი და ევრო და რა ვალუტა ვახსენო დახარჯული აქვს ამ ოჯახს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის და ქველმოქმედებისთვის აბრუნებს იგივე კომპანია უკან რაღაც სიმბოლური პროცენტით, რომელიც დაბრუნებული თანხაც თავისივე პროცენტით ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს. მივეცი ჩემ თავს უფლება, რომ ეს განმარტება მიმეცა, თუნდაც არ არის ერთი წამითაც ეს განმარტება მისაცემი, იმიტომ, რომ სრულიად აბსურდზე და სიცარიელეზეა აგებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
თაგები:
ირაკლი კირცხალია




