Logo

ირაკლი კირცხალია - სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა გადააკეთეს, რატომ გვიკვირს, რომ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ დაჩეხილად წარმოადგინეს

პოლიტიკა
228
Frontnews image description

სადაც აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დაჭრეს, დაჩეხეს, გადააკეთეს და წარუდგინეს მსოფლიოს, რატომ გვიკვირს ჩვენ ერთ-ერთი აგენტის ინტერვიუ, რომელიც ორი კვირის წინ არის ჩაწერილი და ორი კვირის თავზე ის ბიუროკრატია და დაინტერესებული ძალები დაჭრილად, დაჩეხილად და თუნდაც ჩამატებული პასაჟებით წარმოადგინეს საზოგადოებისთვის და აქ თავიანთი აგენტურისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, გამოიყვანეს ბორის ჯონსონი, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო იმ მოვლენებში, რომელიც უკვე მეხუთე წელია, მიმდინარეობს.

"ყველას კარგად გვახსოვს არახამიას განცხადება, როდესაც თქვა, რომ როდესაც 2022 წელს სტამბოლში მოლაპარაკებებზე ვისხედით და ჩამოვედით სტამბოლიდან, პირდაპირ ეს მოლაპარაკებების მაგიდა დაბომბა ბატონმა ჯონსონმა. არახამიას თქმით, ეს იყო ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, რომ უკრაინელებმა უნდა იომონ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები