Logo

ირაკლი კირცხალია - საერთოდ როგორ ბედავენ და უბედავენ ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრონ

პოლიტიკა
139
Frontnews image description

არამხოლოდ ღიად მოგვიწოდებდნენ [რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ], თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით და შემდეგ სირბილით თავიანთი მაღალჩინოსნების რუსთაველის გამზირზე, არამედ სახელმწიფო გადატრიალებაში იღებდნენ პირდაპირ მონაწილეობას თავიანთი განცხადებებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ელჩების ნაწილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

"საერთოდ როგორ ბედავენ და უბედავენ ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრონ. დღეს ვხედავთ, რომ რიგში დგანან რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისთვის. კარგად გახსოვთ ვამბობდით, რომ არსებობს ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ამ ყველაფერთან ერთად დღეს გვიბედავენ და ნიჩბით თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ თურმე არასდროს მოუწოდებიათ.

მიზეზი არის ერთი საქართველომ მათ გაუცრუა ის მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენ ვქცეულიყავით მათ ყურმოჭრილ მონებად, როგორ გაბედა საქართველომ და დაიცვა თავისი სუვერენიტეტი, თავისუფლება, გადაარჩინა ქვეყანა სისხლისმღვრელი ომისგან, ეს ვერ აიტანეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები