Logo

ირაკლი კირცხალია - საზოგადოება მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში

პოლიტიკა
427
Frontnews image description

რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი, ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის დასკვნა მყარ სარჩელში კონვერტირდეს.

კირცხალიამ აღნიშნა, რომ საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს.

"რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. როგორი პასუხისმგებლობითაც მივუდექით საგამოძიებო კომისიას და ყველამ კარგად ვნახეთ როგორი საფუძვლიანი დასკვნა მომზადდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა კონვერტირდეს ძალიან მყარ სარჩელში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს ჩვენი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Advertisement