ირაკლი კობახიძე - 2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით და ასეთ პირობებში გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში

ავტორი
Front News საქართველო
2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა კორუფციას.
"რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, მინდა, შეგახსენოთ, რომ უკვე 2023 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაცია იყო ცნობილი ჩვენთვის, 2023 წლის დეკემბერში ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და ზუსტად ამ შენობაში გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები და ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა კორუფციას. მინდა შეგახსენოთ, ეს იყო 2023 წლის დეკემბერი. 2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით უმძიმესი ზეწოლა, თან საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ვიღაცებმა რაღაცები რომ ვიცოდით სწორედ ამის გამო, გაკეთდა კონკრეტული განცხადებები უკვე 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


