Logo

ირაკლი კობახიძე - 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები

პოლიტიკა
347
Frontnews image description

საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10 პროცენტით გაეზრდებათ.

"საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10 პროცენტით და 2026 წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Advertisement