
ავტორი
Front News საქართველო
რაც შეეხება შუა დერეფანს, რაც შეეხება დაკავშირებადობას, ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას, მაქსიმუმი კეთდება და ამის შედეგიც არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება საშუალოდ 5.4% ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
“ამ მაღალი ტემპის შენარჩუნება არ არის იოლი, გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალოდ 5%-ზე მეტიც რომ დაიჭირო ეკონომიკური ზრდა, ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შედეგი. და თქვენ იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2031 წლის ჩათვლით ჩვენ გვექნება საშუალოდ 5.4% ეკონომიკური ზრდა, რაც არის ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე, ყოველ წელს სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და იმედი გვაქვს, ასევე გავაგრძელებთ მომავალი წლების განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს