ირაკლი კობახიძე – 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს 27 სექტემბერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა.
“ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლი სწორედ ამას გამოხატავს, ჩვენს სწრაფვას ერთიანობისკენ, მთლიანობისკენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ერთიანობისკენ და ისეთი ქვეყნისკენ, რომელსაც აერთიანებს სიყვარული. ეს არის ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლის სულისკვეთება და ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სულისკვეთებაც“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს