ირაკლი კობახიძე - 4 ოქტომბერს ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის

ავტორი
Front News საქართველო
სერიოზულად ჰქონდათ იმედი, აქ, რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 4 ოქტომბერს ბოლო იმედის აქცია იყო მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პატრონებისთვის.
"მართლა ჰქონდათ ეს იმედი. ჩვენ ხომ ოპერატიული ინფორმაციაც გვქონდა, სერიოზულად ჰქონდათ იმედი, აქ, რადიკალურ ოპოზიციას და გარეთ მათ პატრონებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული და სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლიდან შეეძლო გამოეცხადებინა თავი, კიდევ ერთხელ, საქართველოს პრეზიდენტად. შეიძლება ღიმილის მომგვრელია დღეს, ეს იყო გეგმა, სულელი ხომ არავინ არის, ციხეში წავიდნენ ადამიანები, რწმენა ჰქონდათ.
დაახლოებით, რაც ხდებოდა 28 ნოემბრიდან, ასეთი ტიპის ძალადობაში შეიძლებოდა გადაზრდილიყო ეს ყველაფერი, რაც იყო დაგეგმილი, მაგრამ სწორი პრევენციული მუშაობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ აღარ მივიღეთ შედეგად ის, რაც გვქონდა 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, როდესაც 5 დღეს გასტანა ბევრად უფრო მასშტაბურმა ძალადობის მცდელობამ. მაშინ 5 დღე დასჭირდა ამ ყველაფრის განეიტრალებას, ახლა ნახეთ, რომ ერთ დღეში მოვახერხეთ დამხობის მცდელობის განეიტრალება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


