ირაკლი კობახიძე – 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე, ევროპის ქვეყნებში ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგების დროს თანაფარდობა არის 1/10

ავტორი
Front News საქართველო
შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო, როდესაც მომიტინგეებმა პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტით და ქართული კანონით, შეკრების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი საფუძველია კონსტიტუციური ორგანოს პიკეტირება.
“კანონსაწინააღმდეგო ხასიათი თავიდანვე მიიღო შეკრებამ, როდესაც პიკეტირებისთვის ჭიშკართან გადაინაცვლეს მომიტინგეებმა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი და ეს არის ქართული კანონი. გარდა ამისა, ძალადობა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა აშკარად სახეზე იყო და კიდევ არაერთი, უამრავი ფაქტი. იყო ინციდენტები, იყო სამწუხარო ფაქტები, მაგრამ მთლიანობაში რომ ევროპულად მოქმედებდა სამართალდამცავი სტრუქტურა, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი რამ, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე, ევროპაში ამას ვერ ნახავთ, 6 პოლიციელია დაშავებული და 5 მომიტინგე. როგორც წესი არის ხოლმე 1/10 თანაფარდობა, როდესაც ასეთი მასშტაბის ძალადობრივი მიტინგები იმართება ხოლმე ევროპის ქვეყნებში. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, კლინიკაში გადაყვანას, 6 პოლიციელს და 5 მომიტინგეს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




