ირაკლი კობახიძე - 6,5 მილიარდი დოლარის მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა

ავტორი
Front News საქართველო
Eagle Hills-სთან გაფორმებული ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს პროექტი არის უპრეცედენტო ქვეყნისთვის, საუბარია 6,5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე.
"ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესია. რაც შეეხება პირობებს, ხელშეკრულების პირობებში მაქსიმალურად არის ასახული სახელმწიფოს ინტერესები. მადლობა მარიამ ქვრივიშვილს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საუკეთესო პირობები ასახულიყო ამ ხელშეკრულებაში და ეს 33 პროცენტიც ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ვალდებულებები არის ორმხრივი, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ არც ერთ ისეთ ვალდებულებაში, რომელმაც რაიმე რისკი შეიძლება, შეუქმნას ჩვენს ქვეყანას, მის ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებს, პირიქით, ეს ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე არის ჩამოყალიბებული ისე, რომ მხოლოდ სარგებელს ვიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


