Logo

ირაკლი კობახიძე - ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა

პოლიტიკა
326
Frontnews image description

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ესეც მეტყველებს რადიკალი ოპოზიციონერების სახეზე.

"ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის კარნახი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement