ირაკლი კობახიძე - ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას

ავტორი
Front News საქართველო
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე.
"ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას. ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე. ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




