ირაკლი კობახიძე - ახალაია თავისი არსით არის "ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში

ავტორი
Front News საქართველო
ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, არ შეიძლება, ჩვენ რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა, პარტიასთან დაკავშირებული პირები, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო.
"ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და შესაბამისად, ლოგიკურად ვერ იქნებოდა პარტიის წევრი, რაღაც მომენტში გაწევრიანდა თუ არა, ესეც არ ვიცით. ძირითადი ნაწილი ის იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პარტიის წევრი. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ბაჩო ახალაია თავისი არსით არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, ამ პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ძალის განუყოფელი ნაწილი. არ შეიძლება, ჩვენ რაღაც ფორმალობის გამო, ასეთი ადამიანი არ შევიყვანოთ შესაბამის სიაში. ერთი არის პარტიის წევრები და მეორეა, პარტიასთან დაკავშირებული პირები, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლომ დეტალურად უნდა დაასაბუთოს, ვინ არის დაკავშირებული და ვინ არა, ეს მისი პრეროგატივაა. აქ თვითნებობის არავითარი რისკი არ არსებობს.
მაქსიმალურად დაზუსტებულია ის ჩანაწერი, რომელიც შედის კანონში და დანარჩენი უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი სარჩელის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


