ირაკლი კობახიძე - ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში

ავტორი
Front News საქართველო
ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.
"რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, არ გვიკვირს. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთან დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


