ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, მერე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა


ავტორი
Front News საქართველო
ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ როდესაც კუპრაძე გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს - საოცრებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
"ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა სინამდვილეში. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარე დავალებით, რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, მერე კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრებაა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიც არის დღეს ოპოზიციაში ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს