ირაკლი კობახიძე - ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ

ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროპულმა ბიუროკრატიამ ამ მძიმე მდგომარეობას რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი.
"ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დამხობის მცდელობას, ამის შემდეგ მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, დაეგმოთ ის რეალური ქმედება, რომელიც განხორციელდა აქციის მონაწილეთა მხრიდან, ვგულისხმობ სასახლეში შეჭრის მცდელობას, თუმცა ამ ფონზეც კი ისინი დუმან, რაც ზოგადად მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. რაც მთავარია, საზოგადოება სათანადოდ აფასებს. მთავარია, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ მძიმე მდგომარეობიდან რაღაცნაირად უნდა დააღწიოს თავი ევროპულმა ბიუროკრატიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


