Logo

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

პოლიტიკა
182
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ტელეფონით ესაუბრა.

მისი თქმით, გაერთიანებული საამიროების  პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

"რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ტელეფონით ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების  პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს.

გამოვხატე გულწრფელი სოლიდარობა და იმედი გამოვთქვი, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება.

ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან”, - წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები