ირაკლი კობახიძე - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მისი თქმით, განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება.
"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან.
განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, ინვესტიციებზე, ინოვაციებსა და მდგრად განვითარებაზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




