Logo

ირაკლი კობახიძე - არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი

პოლიტიკა
185
Frontnews image description

არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანულმა მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ საქართველო ზედმიწევნით იცავს სასანქციო პოლიტიკას.

"არაერთი მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, რომ საქართველო დაედანაშაულებინა სანქციების გვერდის ავლაში. შავ ხვრელად გამოაცხადეს ჩვენი ქვეყანა და ყოველ ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. მათ შორის, საქართველოში ჩამოვიდა ამერიკულ-ევროპულ-ბრიტანული მისია. ამ მისიამაც ფაქტების დონეზე დაამტკიცა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ სასანქციო პოლიტიკას. ეს არის ჩვენი მიდგომა“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement