
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად.
"ძირითადად ისინი იყვნენ დასაქმებული სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის იყო რკინიგზა, ენერგეტიკის საწარმოები და სხვა. იყო ოპტიმიზაციის სრული შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდა თანხების დასაზოგად. მთლიანობაში, დაახლოებით 60 მლნ ლარი ყოველწლიურ ჭრილში იზოგება სწორედ ოპტიმიზაციის შედეგად. არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს არასწორი პრაქტიკა შეიცვალა სწორი პრაქტიკით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს. პირველ რიგში, ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს