Logo

ირაკლი კობახიძე – არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს

პოლიტიკა
621
Frontnews image description

რა დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი არ არსებობს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ. 

 

“რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“,- აღნიშნავს კობახიძე.

 

მისი თქმით, საუბარი წინასაარჩბვნო გარემოსთან დაკავშირებით გაიმართა. 

 

“საუბარი შეეხო მთლიანად წინასაარჩევნო ვითარებას. ეს არის სტანდარტული შეხვედრა,  რომელიც იმართება ყოველი არჩევნების წინ. თავიდანვე გვითხრეს და ეს უთხრეს ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომ შეხვედრის დეტალებზე საუბარი გარეთ არ იქნებოდა”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement