“ირაკლი კობახიძე არის “ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი, ჩემი კარგი მეგობარი და ეს ჭორები უნდა დასრულდეს”


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი, ჩემი კარგი მეგობარი და ეს სპეკულაციები, ჭორები ამით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, რასთან გასამკლავებლადაც ყველა ერთად უნდა შრომობდეს. როგორც გახარია ამბობს, პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება.
„ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე, ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივი რამე მინდა გითხრათ – დღეს შეხედეთ, უკვე ერთი კვირაა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყოველ კვირას მივიდე სკოლაში, რადგან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ, ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რომ შეძლონ ნორმალური განათლების მიღება. მეორე მხრივ, ამ ბავშვების მშობლებს, ქართულ ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, ყოველდღიურად იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის. ეკონომიკურ კრიზისში ვართ, ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად, ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ. ეს რაც ჩამოგითვალეთ, ეს ყველაფერი გადასაწყვეტია და მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ მისვლას, ხან ვერ ვახერხებ.
ახლა კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის აი, ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები, უნდა დასრულდეს. რადგან ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკურიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში, დაგვემატა ეს ჯანდაცვის თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებულმა რომელიმე პოლიტიკურმა ძალა, მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს, უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა, ან უშინაარსო რაღაც ქმედებები, უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. რადგან ჯანდაცვის პრობლემა, ეკონომიკის პრობლემა, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა, ეს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაა, ხვალინდელი დღის პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, რომ გადავიხდი გირაოს ან არ გადავიხდი, სჯობს ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს