Logo

ირაკლი კობახიძე - არც ერთი ხელისუფლება არ შეეცდება, გახსნას სივრცე დისკუსიისთვის, დებატებისთვის, თუ სუფთად არ მუშაობს

პოლიტიკა
83
Frontnews image description

ჩვენი მიზანია საზოგადოების კონსოლიდაცია, საქართველო არის პატარა ქვეყანა და ასეთ პირობებში, სიძულვილის ის ხარისხი, რომელიც დათესეს ქვეყნის გარედან, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის მიზანმიმართული პოლიტიკით, აბსოლუტურად ხელოვნური და მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „POSTV“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მუშაობს სწორი პრინციპებით და სწორედ ეს განაპირობებს მმართველი ძალის ღიაობას დებატებთან დაკავშირებით.

"ჩვენ გავიხსენეთ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას ქმედებები, რაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის კონკრეტულ ტელევიზიებში მისვლა, იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ჯანსაღი დისკუსია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ეს იყო დაკვეთა და დავალება, რომელიც ამ ერთმა კაცმა შეასრულა. მიზანი იყო, რომ საზოგადოებაში უნდა გაღრმავებულიყო ის ნაპრალი, რომელიც ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს და რეალურად, ამ მიზანს მიაღწიეს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო მიზანი, ჩვენი მიზანია, საზოგადოების კონსოლიდაცია. საქართველო არის პატარა ქვეყანა და ასეთ პირობებში, სიძულვილის ის ხარისხი, რომელიც დათესეს ქვეყნის გარედან, მათ შორის, ევროპული ბიუროკრატიის მიზანმიმართული პოლიტიკით, აბსოლუტურად ხელოვნური და მიუღებელია. რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ შეეცდება, გახსნას სივრცე დისკუსიისთვის, დებატებისთვის, თუ სუფთად არ მუშაობს. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ვართ მართლები, ვმუშაობთ სწორად, სწორი პრინციპებით და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს ღიაობას იგივე დისკუსიასთან, დებატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები