ირაკლი კობახიძე - არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი

ავტორი
Front News საქართველო
არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, რაც ისჯება კანონით, ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან.
"არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა. ეს არის კანონდარღვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოდიოდა, ვიღაცამ რაღაც დაუყვირა და ეგრევე დააპატიმრეს და დიდი ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


