ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია, სადაც მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი თეიმურ მუსაიევი დახვდა.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




