ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ უწყებებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წარმატებულ ორმხრივ პარტნიორობას. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ დღეს გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.
საუბარი შეეხო ასევე რეგიონში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


