Logo

ირაკლი კობახიძე - ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს

პოლიტიკა
251
Frontnews image description

ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ბაჩიაშვილის ოჯახის მიერ დასავლურ მედიაში დაკვეთილ სტატიებს ეხება.

მისი თქმით, ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.

"ესეც მიღებული პრაქტიკაა. ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ეს ადამიანი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, გარდა იმისა, რომ სხვა ქმედებებით იყო დაკავებული და კონკრეტული დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული. ისინი ცდილობენ, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდნენ ფონს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერც საზოგადოებისთვის ვერ იქნება საინტერესო. ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement