Logo

ირაკლი კობახიძე ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

რეგიონები
500
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გააცნო.

საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე, სკოლის სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი. ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.

სკოლა გათვლილია 1300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 047 000 ლარია.

Advertisement