Logo

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი

პოლიტიკა
42
Frontnews image description

დიდი ხანია, გვესმის საუბარი ერთმმართველობაზე, ავტოკრატიაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, ეს ტერმინები გამოიყენება, თუმცა როცა ფაქტებით ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, ვერაფერს გვიპირისპირებენ. მთავარია ფაქტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად.

"დღეს გადავწყვიტე სისტემურად, ფაქტებით მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ის, რაც არის რეალობა. ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით ჩავატარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე. ეს იყო ჩემი ინიციატივა. როგორც მთავრობის მეთაურმა საზოგადოების წინაშე თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას მკაფიოდ განვუმარტე ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. ასევე საზოგადოებას განვუმარტე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც მთელი გუნდისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან ამ წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი და სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს. ეს არის უწყვეტი მშვიდობა 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რამაც ქვეყანა განვითარების საშუალება მისცა. ის, რომ დღეს დემოკრატიაა ქვეყანაში და ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული. გახსოვთ, რა ვითარება იყო 2012 წლამდე. ესეც არის პირადად მისი დამსახურება. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ესეც არის მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები