Logo

ირაკლი კობახიძე - ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას

პოლიტიკა
137
Frontnews image description

ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის რეიტინგი რეალურ მდგომარეობას ასახავს.

"მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებდით კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული, ნარკოტიკული, ორგანიზებული დანაშაული, თუ მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის  კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement