Logo

ირაკლი კობახიძე ბოტსვანას რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
242
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბოტსვანა რესპუბლიკის პრეზიდენტს დუმა გიდეონ ბოკოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგს. ირაკლი კობახიძემ ბოტსვანას რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოტსვანას რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დაესწრო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები