Logo

ირაკლი კობახიძე - ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, წერილის ყველა პუნქტთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი

პოლიტიკა
187
Frontnews image description

ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს, ჩვენ გვჭირდება არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონები, რომლებიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, გამჭვირვალობას.

"ბრიუსელისთვის ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ამაზე დაგვიწყონ საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement