Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ აღარ მივეცით ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა

პოლიტიკა
80
Frontnews image description

ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკივნეული 5 დღე, თუმცა საბოლოო ჯამში,  აღარ მივეცით ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

"ეს პროცესები იყო ძალიან მტკივნეული ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის, თუმცა ეს იყო გადასატანი და განვმარტავ, რას ვგულისხმობ ამაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ფარსი, რაც მოხდა, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანეს ამ ფარსით შეცდომაში. რეალურად, მანამდე იყო გაცხადებული ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად, ევროკავშირის მხრიდან, პროცესის შეჩერების თაობაზე. არა მარტო განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული. ერთი იყო ევროკავშირის ელჩის განცხადება, წერილობითი დოკუმენტიც არსებობდა ამასთან დაკავშირებით, რომელიც ივნისში გამოიცა. შესაბამისად, შეჩერებული იყო მათი მხრიდან და მოგვიანებით, 28 ნოემბერს მათ გამოაცხადეს, რომ მათ მიერ შეჩერებული პროცესი, თურმე ჩვენ შეგვიჩერებია, რაც აბსურდულობაზე თავისთავად მეტყველებს. რატომ იყო გადასატანი ეს ყველაფერი -  ეს რომ არ გადაგვეტანა, ეს მტკივნეული 5 დღე, ჩვენ მუდმივად დავრჩებოდით იგივე პროცესში, სადაც გამუდმებით გაშანტაჟებენ ერთი და იმავე თემით. 3 თვეში ერთხელ იკრიბება ევროკომისია, ევროპული საბჭო და წარმოიდგინეთ პროცესი თეორიულად, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა და 3 თვეში ერთხელ გეუბნებიან უარს მოლაპარაკების გახსნაზე, 3 თვეში ერთხელ აშანტაჟებენ ქვეყანას. ეს ბევრად უფრო მტკივნეული იქნებოდა და ეს იქნებოდა ხანგრძლივი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული 5 დღე, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენ აღარ მივეცით ჩვენს არაკეთილმოსურნეებს შანტაჟის გამუდმებით გაგრძელების შესაძლებლობა. ამიტომ, ეს აუცილებლად იყო გასაკეთებელი. დღესაც ამ რწმენით ვმოქმედებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივნეული იყო ის დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები