Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად

პოლიტიკა
88
Frontnews image description

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა მუშაობს სუფთად და არ უშვებს არც ერთ კორუფციულ ფაქტს,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, დებატების თემა იყო ძალიან საინტერესო, საქმე ეხებოდა კორუფციას და ასეთ ცხელ თემებზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების ფართოდ გაშლა, რადგან საზოგადოებას არ უნდა დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანი, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება საქმე.

"ჩვენ დავსვით ერთი მარტივი საკითხი - თუ რაიმე ფაქტი იქნება კორუფციასთან დაკავშირებით, მზად ვართ, ნებისმიერი ერთი ფაქტი განვიხილოთ და აუცილებლად გვექნება რეაგირება. საბოლოო ჯამში, დებატებში გამოვლინდა, რომ დღეის მდგომარეობით, მთავრობის გასული 2 წლის საქმიანობას თუ ავიღებთ, ჩვენს ოპონენტებს არ ჰქონდათ არც ერთი ფაქტი კორუფციასთან დაკავშირებით, რაც არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვმუშაობთ სუფთად და ვფიქრობ, ეს არის ის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს ამ დებატებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები