ირაკლი კობახიძე - ჩვენ უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გარე ჩარევის რისკებისგან და ამას ემსახურება ეს კანონპროექტიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება უკვე მრავალი წელია, წარმატებით ახერხებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას მომავალშიც განაგრძობს.
“ამას ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც წარვადგინეთ პარლამენტში. თქვენ ნახეთ ერთ-ერთი ევროკომისრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. მარტივად არის საქმე, ეს კანონი, რომელიც დაინიციირდა, ემსახურება ასეთი მექანიზმების ჩაკეტვას. არ შეიძლება პოლიტიკა არც პირდაპირ და არც ირიბად ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში. როდესაც პირდაპირ გიანონსებენ უხეშად კანონის დარღვევას, აქ უნდა მიიღო ზომები“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




