Logo

ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე

პოლიტიკა
102
Frontnews image description

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

"ჩვენ ვართ პირველ რიგში პასუხისმგებლები არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებაზე. ვის მივმართეთ და ვის არა, ეს ნაცების საქმე არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არათუ არ გაიზარდოს, შემცირდეს აღიარების მაჩვენებელი. ფაქტს გეტყვით - „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ოთხი აღიარება და ეს ოთხი დარჩა ოთხად 2012 წლის შემდეგ. დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“ და ალოგიკურობა“, - განაცხადა კობახიძემ. 

 

 

Advertisement