ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით სურს.
"როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს